30 წლის ბიჭი ავარიას ემსხვერპლა

2021-02-04 12:37:30

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მოპედით მოძრავი 30 წლის ახალგაზრდა ბიჭი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლიშ მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა