იტალიაში ქართველები დააკავეს

2021-02-03 17:16:48

იტალიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 25, 32, 36 ქართველებს ბრალად სარდაფებისა და ავტოსადგომების ქურდობა ედებათ.

გამოძიება პოლიციაში შესული რამდენიმე შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

ქართველები სარდაფებიდან და ავტოსადგომებიდან იპარავდნენ ყველაფერს, რისი გაყიდვასაც შემდეგ შეძლებდნენ. მათ შორის ზეთის ქილებს, სამუშო იარაღებსა და ველოსიპედებს.

მათი დაკავების შემდეგ ამოღებული ნაქურდალი ნივთების ღირებულება საერთო ჯამში 7000 ევროს ღირებულების იყო. პოლიციამ გამოძიების შედეგად ამოღებული ნივთები მის მესაკუთრეებს დაუბრინა.



 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები