არის თუ არა დადებითობის მაჩვენებელი რუსთავში 4%

2021-02-02 20:15:51

ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი რუსთავში ჯერჯერობით 4%-ზე მეტია - ამის შესახებ “ინფო რუსთავს” ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა. 

ბეგაშვილის ინფორმაციით, დადასტურებ შემთხვევათა კლების დინამიკა ქალაქში შეინიშნება, თუმცა, ჯერჯერობით დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია.

როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, აღნიშნული მაჩვენებელი ყოველკვირეულად გამოითვლება. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვები, რომელთა შემსუბუქებაც რუსთავს არ შეეხო, დადგენილ დროზე ადრე მოიხსნება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები