4 სოფელში კარანტინი გამოცხადდა

2021-02-02 19:51:21

ქობულეთის ოთხ სოფელში, ცოფის გამო კარანტინია და მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება.

60 დღიანი კარანტინია გამოცხადებული ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში.

მიზეზი სოფელ ჯიხანჯურში ცოფით ინფიცირებული ტურის მიერ 3 შინაური ცხოველის დაკბინაა.

ფაქტს ადასტურებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში. აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის ინფორმაციით, ერთსა და იმავე სოფელში - ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა სამჯერ გამოვლინდა, თუმცა კარანტინი მიმდებარე სოფლებშიც გამოცხადდა.

მისივე ინფორმაციით, ცოფის პირველი შემთხვევა ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა, შემდეგ 27 დეკემბერს და ბოლოს 11 იანვარს.