ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა

2021-02-02 13:45:41

ბათუმში, ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა.

ფაქტი კომენდანტის საათის დროს „გალფის” ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მაღაზიის მოლარე-ოპერატორს სიტყვიერი შერუცხყოფა მიაყენა.

შემდეგ კი ავტომობილით მაღაზიას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეჯახების ფაქტაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება  მიმდინარეობს.