ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
რეკომენდაციის თანახმად, ვიზიტორი უნდა ჩამოვიდეს ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე კორონავირუსის 25-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოცემის ინფორმაციითვე, სამგზავრო შეზღუდვები სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს იმ ქვეყნებისთვის, სადაც კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტების მაღალი სიხშირე გამოვლინდება.