იმუშავებს თუ არა ლილო მოლი შაბათ-კვირას

2021-02-02 11:09:14

"ლილო მოლის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მთავრობა გადახედავს გადაწყვეტილებას, და "ლილო მოლი" 15 თებერვლამდე გაიხსნება"- ამის შესახებ ლილო მოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ბევრჯერ მოგვიწია გადაწყობა, და ჩვენი გახსნა ბევრჯერ გადაიდო, არსებული კრიზისი მაინც მოტივაციას გვაძლევს ვიმედოვნოთ რომ ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.

ჩვენ ვიდემოვნებთ, რომ პანდემიის დადებითი დინამიკის კვალობაზე, მთავრობა გადახედავს გადაწყვეტილებას, და "ლილო მოლი" 15 თებერვლამდე გაიხსნება"- წერია ლილო მოლის ფეისბუზე.

„შაბათ-კვირას არ გვხსნიან ჯერჯერობით, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ სურათს მივიღებთ მომდევნო ორ კვირაში. ყველაფერი დამანგრეველი და რთულია, მაგრამ ცხვირს ვერ ჩამოვუშვებთ. ყველა მეწარმემ, რომელიც ჩვენთან მუშაობს, ზუსტად იცის როდის რა უნდა აკეთოს და როდის უნდა გაბრაზდეს.მცდელობა არის, რომ ეკონომიკური გუნდი ჩვენს მხარეს იდგეს და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ რეკომენდაციებს" - აცხადებს ლილო მოლის დირექტორი გიორგი კვარაცხელია.