ჩინეთში „ყალბი ვაქცინების“ წარმოების საქმეზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი, ჩინეთში მოქმედ, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციითვე, პოლიციამ აღნიშნული მოქალაქეები 3 000-ზე მეტი ყალბი ვაქცინის დოზების დამზადებაში მონაწილეობისთვის დააკავა.
პოლიციამ დაადგინა, რომ დაკავებულები, 2020 წლის სექტემბრიდან ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით ყალბ ვაქცინებს ამზადებდნენ და მაღალ ფასად ყიდდნენ, რის შედეგადაც დიდი ფინანსური სარგებელი ნახეს.
შეგახსენებთ რომ, ჩინეთში მოსახლეობის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ორი ჩინური კომპანიის, Sinovac-ისა და Sinopharm-ის მიერ დამზადებული ვაქცინების გამოყენებით მიმდინარეობს.