"ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტები 2-ჯერ შემცირდა"

2021-02-02 18:08:10

იანვრის თვეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 167 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, შემთხვევათა რაოდენობა წინა თვეებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა.

ექიმის ინფორმაციით, ძირითად შემთხვევებში დაკბენა ღამის საათებში ხდებოდა, შემთხვევათა შემცირება კი, ჯანგულაშვილის ვარაუდით, კომენდანტის საათის ამოქმედებას უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, 90%-ზე მეტი ძაღლისა და კატის ნაკბენზე მოდის, თუმცა არის სხვა შინაური და გარეული ცხოველის მიერ დაკბენის ფაქტებიც.

აღსანიშნავია, რომ დაკბენა-დაკაწვრა-დადორბლვის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება სახლის პირობებშიც.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები