რომელ საათამდე იმუშავებენ მაღაზიები რუსთავში

2021-02-01 11:08:05

"ინფო რუსთავს" ათობით მოქალაქე დაუკავშირდა კითხვით, არის თუ არა სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების სამუშაო საათების დასრულების დრო განსაზღვრული ისე, როგორც ეს საახალწლო დღეებში, შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზე იყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, სავაჭრო ცენტრები მუშაობას დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე შეძლებენ, რაც შეეხება სხვა სავაჭრო ობიეტებს, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სამუშაო საათების დასრულების დრო კომენდანტის საათის მოქმედების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაისნა.

ობიეტებს მუშაობის საშუალება არ ექნებათ შაბათ-კვირას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები