ამერიკული განათლება სკოლის მოსწავლეებს.

2016-10-18 20:46:20

Education USA პროგრამის ფარგლებში რუსთავის ამერიკულმა კუთხემ ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ღია კარის დღეს უმასპინძლა. უნივერსიტეტში უკვე ბევრმა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო ამერიკული განათლება და დღეს სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებულები. აბიტურიენტებს და სკოლის უფროსკლასელებს სასაუკეთესო შესაძლებლობა აქვთ მოხვდნენ ამ უნივერსიტეტში და მოიპოვონ დაფინანსებაც. პროგრამების მენეჯერმა ნათია ნანავამ და AUBG წარმომადგენელმა ცვეტანკა გრაჰოვსკამ რუსთაველ მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის ცხოვრება, სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობები და მიიწვიეს საერთაშორისო განათლების გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.