საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

2021-01-30 14:33:59

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ე.წ საკონსერვო ქარხნის ყოფილ შენობაში, დევნილთა საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 11 წლამდე ბავშვი. მაშველები ჩანგრეული შენობიდან მის გამოყვანას ამ წუთებში ცდილობენ.

წყარო: მთავარი არხი