როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება რუსთავში

2021-01-29 20:35:43

რუსთავში თბილისის, მეგობრობის, ფალიაშვილის, ვახუშტის, ვაჟა ფშაველას, მე-7, მე-8 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებმა განუცხადეს, რამდენიმე ასეულ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 30 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან აღუდგებათ.

კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების მიზნით გაზ დანადგარების ჩამკეტი ონკანები დაკეტონ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გაზის მილსადენს ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზიანდა მილი, რის გამოც ასეულობით აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები