გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლელულ 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლინიკაში კოვიდ19-ზე სულ 82 პირი გამოიკვლიეს.
როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი გატესტილ პაციენტებთან მიმართებაში მკვეთრად შემცირებულია.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდათ რუსთაველ ტაქსის მძღოლებს და მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებულ ახალ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ჩვილია. 2 თვემდე ბავშვი მკურნალობის მიზნით თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კორონავირუსით ის ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.