პატიმრები ციხეებს ტოვებენ [video]

2021-01-29 13:24:06

პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე პატიმრები ეტაპობრივად თავისუფლდებიან. [video/ვიდეო]

„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე პატიმრების გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს.

"ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა  2021 წლის 11 იანვარს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებიდან უკვე 132 პატიმარი  გათავისუფლდა.  მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის  გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ  საპატიმროებს.