ვიდეო რომელიც პერუს გამოქვაბულებშია სენსაციური აღმოჩენას გვამცნობს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. პერუს გამოქვაბულში აღმოჩენილი „უცხოპლანეტელის“ შესახებ ვიდეომ სამ დღე-ღამეში youtube-ზე მილიონამდე ნახვა მოაგროვა. კადრებში ასახუაღმოჩინესლია უცნაური ფორმის გაქვავებული სხეული, რომელსაც გრძელი ხელები მუხლებზე აქვს შემოხვეული. როგორც ვიდეოს ავტორები ირწმუნებიან, „მუმიფიცირებული უცხოპლანეტელი“ მათ პერუს ერთ-ერთ გამოქვაბულში გათხრების დროს აღმოაჩინეს. გამოცემა life-ის ინფორმაციით, მისი სიმაღლე დაახლოებით 170 სანტიმეტრია და არსებას არაპროპორციულად გრძელი კიდურები აქვს. საზოგადოების ნაწილი ამ აღმოჩენას სკეპტიკურად შეხვდა. ისინი ფიქრობენ, რომ „მუმია“ თაბაშირითაა დამზადებული. სხვები კი თვლიან, რომ ეს არის ადამიანი თანდაყოლილი დეფორმაციებით.
ექსპედიცია პერუში დაახლოებით ორი კვირის წინ გაემგზავრა. ექსპედიცია ჟურნალისტისა და მკვლევარის Jaime Mausaan-ის ინიციატივით შეიქმნა და ექსპერტებისგან, ჟურნალისტებისგან, პროფესორებისგან და მეცნიერებისგან შედგებოდა. მკვლევარების თქმით, მათ დაკვირვების საფუძველზე დაასკვნეს, რომ არსებას კიდურების მოძრაობა და სიარული ადამიანის მსგავსად შეეძლო, მისი სხეულის აგებულება კი ძალიან ჰგავს ადამიანისას, თუმცა არსებას ხელის მტევანზე სამი გრძელი თითი აქვს, ეს მახასიათებელი კი მკვლევარებს უფლებას აძლევს იფიქრონ, რომ ეს არსება არ იყო ადამიანი. მას ყურების ნაცვლად ვიწრო ნასვრეტები აქვს, ხოლო თავის ქალა ადამიანის მრგვალი თავის ქალისგან განსხვავებით, საკმაოდ წაგრძელებულია. აღმოჩენა დაფარულია თეთრი ნივთიერებით, რომელსაც შეუძლია გამოაშროს და შეინახოს კანი უცვლელი სახით საუკუნეების განმავლობაში. თეთრი ნივთიერების მოშორების შემდეგ მკვლევარებმა შეამჩნიეს კანის ნაცრისფერი შეფერილობა, რის შემდეგაც აიღეს კანის ნიმუშები და ჩაატარეს დეენემის ანალიზი. მათ გამოიკვლიეს ორგანიზმი და რაც ყველაზე საინტერესოა, აღმოაჩინეს, რომ ყველა ორგანო ადგილზე იყო მაშინ, როცა სხეულის მუმიფიცირებისას ორგანოებს ორგანიზმიდან იღებდნენ. ექსპედიციის წევრების მიზანია გამოიკვლიონ ამ არსების წარმოშობა, ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ აღმოჩენილი არსება ადამიანი არ არის. ნახეთ ვიდეო.