"70%-ით კლებულობს კორონავირუსით სიკვდილიანობის რისკი"

2021-01-28 01:05:57

ყოველდღიურად საერთაშორისო მედიაში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი სხვადასხვა წამლისა თუ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბევრი სტატია ქვეყნდება.

ამჯერად, ფარმაცევტული კომპანიები "Regeneron" და "Eli Lilly" აცხადებენ, რომ პირველადი მონაცემებით მათ მიერ დამოუკიდებლად შექმნილი ანტისხეულების 2 სხვადასხვა  კოქტეილი ეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებსაც ვირუსის გართულების მაღალი რისკი აქვთ.

"Regeneron-ში" ამბობენ, რომ მათი ანტისხეულების კოქტეილი მდგრადია კორონავირუსის ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ შტამებთან მიმართებაში. წამალმა პოზიტიური შედეგები აჩვენა კორონავირუსის პროფილაქტიკურ გამოყენებაშიც. ის ინფიცირებისგან იცავს, მათ ვინც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთნება.

"Regeneron-ის" მთავარი მეცნიერის ჯორჯ იანკოპულოზი იმედოვნებს, რომ ახალი წამალი აქტიური ინფიცირებისა და გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტას შეძლებს.

რაც შეეხება "Eli Lilly-ის" ანტისხეულების კოქტეილს, წინასწარი შედეგებით მისი გამოყენებისას ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკი 70%-ით მცირდება.

ამერიკის საჭმლისა და წამლის ადმინისტრაციამ ორივე ფარმაცევტული კომპანიის მიერ შექმნილი ანტისხეულების კოქტეილი გადაუდებელი გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცა. რაც ნიშნავს, რომ მათი გამოყენება ინფიცირების ადრეულ სტადიაზე არაჰოსპიტილიზებულ 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში უნდა მოხდეს. ადამიანებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთნებია, რომ დაავადება გაურთულდეთ.

 




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები