რუსთავში კოვიდ19-ს კაცი ემსხვერპლა

2020-01-27 18:13:50

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია. ის მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტირის მოადგილემ, დავით გოგოძემ, "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტს თირკმლის უკმარისობა და სხვა თანმხლებები ჰქონდა, რაც კორონავირუსულმა ინფექციამ კიდევ უფრო გაართულა.

გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 15 ადამიანს დაუდასტურდა.

როგორც N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, "ინფო რუსთავს" განუცხადა, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამზადებული ტესტი 91 ადამიანს გაუკეთდა და 13-ს ვირუსი დაუდასტურდა. 2 პირს კი ვირუსი PRC ტესტის გაკეთების შემდეგ აღმოაჩნდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები