მამუკა ლორია გარდაიცვალა

2021-01-27 13:28:44

მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან 1984 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.

1985 წლიდან კი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო.

მას მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა ფილმსა და ტლესერიალში.

მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.