საშინელი ავარია რუსთავში [video]

2021-01-27 00:09:46

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის საფარზე არსებულ ყინულზე მოცურდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საცხოვრებელი კორპუსის მიშენების საყრდენ ძელებს შეეჯახა და რამდენიმე ძელი მოანგრია.

შეჯახების შედეგად დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

"შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ქალა ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. შეფასდა სპეციალისტების მიერ და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. რჩება კლინიკაში და აგრძელებს მკურნალობას",- განუცხადა "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულიები იყვნენ სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები