რეკომენდაციები სკოლებისთვის

2021-01-26 11:26:09

1 თებერვლიდან ქვეყნის 5 დიდ ქალაქში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში, სწავლა სკოლის კედლებში აღდება.

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ერთობლივი მუშაოების შედეგად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მოუწევთ.

იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართობი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე; ასეთი შემთხვევისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს შერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა-გრაფიკი და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;

მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა.

საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში [მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.] ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა მასწავლებელს თუ სხვა პირს [გარდა მოსწავლეებისა] უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში;

გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასურველია დაიგეგმოს განსხვავებულ დროს, შესვენების ხანგრძლივობა კი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს; ამასთან, შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ შეიზღუდოს მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას კი, დაცული უნდა იყოს 30-წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი, ხოლო მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

ამავე რეკომენდაციით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებია: ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვას მოსწავლე სკოლაში; სახლის პირობებში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი შეატყობინოს ამის შესახებ კლასის დამრიგებელს და სხვა.

მოსწავლეების ვალდებულებები:

დაიცავით ჰიგიენის წესები და სკოლის მიერ დადგენილი წესები;

დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების

დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;

დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;

დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;

მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად

შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;

არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში 1 მარტს აღდგება.