ყაზბეგში, მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივებმა ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მამაკაცს ეკუთნის და ის, სავარაუდოდ, 40 წლის წინ გარდაიცვალა.
ადგილზე უკვე მივიდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუნცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ნიშნავს.