2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა.

2016-11-18 17:26:43

რუსთავში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.2017 წლის ბიუჯეტის პროექტები საზოგადოებას რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებმა გააცნეს.დავით ჯიქიას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში მთავარ პრიორიტეტად კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური პროგრამები რჩება.რუსთავის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ქალაქის მერთან ერთად ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია, საკრებულოს საფინასო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მამუკა მიქაუტაძე, საკრებულოს წევრები და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები.