„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 46%-ს ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური მიაჩნია.
შეკითხვაზე „თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა?“
გამოკითხულთა 46% წამლების საფასურს ასახლებს;
25% – პანდემიის სხვადასხვა გამოწვევებს;
16% – საავადმყოფოების ხელმისაწვდომობას კორონავირუსთან მიმართებით;
14% – ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფეხიონალიზმის ნაკლებობას’
13% – საავადმყოფოების და სამედიცინო მოსახურების ხელმისაწვდომობას;
13% – სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასურს;
12% – ექიმების ხელმისაწვდომობას კორონავირუსთან დაკავშირებით;
9% კი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის.
„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს.
კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს.
NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2053 დასრულებული ინტერვიუ.
კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%