მეცნიერების ახალი აღმოჩენა

2021-01-24 18:10:14

ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების პრევენციული საშუალებაა.

სპრეის შემქმნელების თქმით, მისი შეძენა ინგლისში ზაფხულიდან შესაძლებელი იქნება.

ამ ეტაპზე ფარმაცევტულ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოხდეს სპრეის მასიური წარმოება.

კვლევის წამყვანი მეცნიერი, დევიდ მოუკსი, დარწმუნებულია, რომ სპრეის გამოყენების შემთხვევაში სოციალური დისტანციის დაცვა  საჭირო აღარ იქნება. გარდა ამისა, ბავშვები სკოლაში დაბრუნებასაც შეძლებენ.

ცხვირის სპრეი, რომელსაც ჯერ სახელი არაა აქვს, ისეთი ნივთიერებებისგან შედგება, რომელიც ადამიანისთვის უსაფრთხოა და მისი გამოყენება ნებადართულია.

ნოემბერში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ცხვირის სპრეის გამოყენებით კორონავირუსის გავრცელების პრევენცია 48 საათის განმავლობაში ხდება.

მკვლევრების თქმით ზოგადი თავდაცვისთვის სპრეის დღეში ოთხჯერ გამოყენებაც საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მაღალი რისკის გარემოში ყოფნა უწევს, შეუძლია სპრეი ყოველ 20 წუთში ეთხელ გამოიყენოს.

ის უსაფრთხოა ბავშვებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზრდილებს და ბავშვებს მისი მოხმარება თანაბრად შეუძლიათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები