უნდა გაიკეთონ თუ არა ვაქცინა კოვიდგადატანილებმა

2021-01-24 14:07:48

"უნდა გაიკეთონ თუ არა კორონავირუსის ვაქცინა მათ, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა",- ბოლო დროს ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა კოვიდგადატანილმა პირებმაც უნდა გაიკეთონ.

მათი თქმით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენ ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი კოვიდგადატანილ პირებში.

ასევე არის შემთხვევები, როცა გამოჯანმრთელებული ადამიანი ხელახლა ინფიცირდება, სწორედ ამიტომ ვაქცინა კოვიდგადატანილებმაც უნდა გაიკეთონ.

მეცნიერები და ექსპერტები ცდილობენ გაარკვონ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანი დაცული ხელოვნული და ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავების დროს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები