ადევნების ფაქტი რუსთავში

2021-01-24 00:26:20

ადევნების ფაქტი რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 55 წლამდე მამაკაცი 45 წლამდე ქალს სისტემატიურად უთვალთვალებდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ მამაკაცი ქალს სექსუალური სახის ურთიერთობას სთხოვდა და უარის მიღების შემდეგ ფიზიკურადაც გაუსწორდა.

55 წლის კაცი დააკავეს, თუმცა პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს.

ბრალდებულმა მალევე დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ქალს კვლავ აედევნა.

მამაკაცი მეორედ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით ქალსა და კაცს ძველი ნაცნობობა აკავშირებდათ.