ქუჩაში ქართველის გაქურდვა სცადეს

2021-01-23 20:07:10

ესპანეთში, ბარსელონას ცენტრში ქართველი კაცის გაქურდვა სცადეს.

მაროკოელმა მამაკაცმა ქუჩაში საქართველოს მოქალაქისთვის მობილურის მოპარვა სცადა, რასაც ქართველი მიუხვდა და თავს დაესხა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ სავარაუდო ქურდს სახის არეში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.