1 გარდაცვლილი და 3 დაშავებული

2021-01-23 16:29:07

ლაგოდეხში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც 90 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებულებს ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ. ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.