ბოლო ცნობები კოვიდ19-ის ბრიტანულ შტამზე

2021-01-23 12:19:09

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ინგლისში დაფიქსირდა, შესაძლოა სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული.

ამის შესახებ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"გარდა იმისა, რომ ვირუსი ვრცელდება უფრო სწრაფად, ახალი მტკიცებულებებით აღმოჩნდა, რომ ვირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ლონდონსა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან იყოს დაკავშირებული",- განაცხადა იგლისის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შხვედრისას.

ინგლისის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტისა და დაწესებულების მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, რამდენად მკვლელია ახალი შტამი.

კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ რეალურად შესაძლებელია ახალი ვირუსი იყოს უფრო ფატალური, თუმცა მეცნიერები ამას დაზუსტებით მაინც ვერ ამბობენ.

მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩევლის პატრინ ვალენსის განცხადებით, არსებული მონაცემებით გადაჭრით თქმა არ შეიძლება, რომ ახალი ვარიანტი უფრო მკვლელია, ვიდრე წინა, თუმცა აშკარაა, რომ ინგლისში გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც და ინფიცირებულთა რიცხვიც.

წინასწარი კვლევებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ვრცელდება 30%-დან 70%-მდე სწრაფად ვიდრე სხვა შტამები და ასევე არის ნიშნები, რომ იყოს 30%-ით კვლელი.

მაგალითად, თუ აქამდე ყოველ ინფიცირებულ ათასს ადამიანს შორის, რომელიც არის 60 წლის, მოსალოდნელია, რომ 10 გარდაიცვლება, ახალ შტამზე ეს რიცხვი 13-მდე იზრდება.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები