ოქსფორდის უნივერსიტეტის მართვის სკოლის მიერ შედგენილი სტატისტიკის მიხედვით, საქართველო Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრის მიხედვით, მსოფლიოში მე-8 ადგილზეა.
ინდექსი შედგენილია იმის მიხედვით, თუ რა სახის შეზღუდვები დააწესეს მთავრობებმა – საგანმანათლებლო, სატრანსპორტო, ბიზნესისა და სხვა მიმართულებით. კვლევაში 0 მინიმალურ შეზღუდვებს ნიშნავს, 100 – მაქსიმალურს. საქართველოს 84,26 ქულა აქვს და მე-8 ადგილს კვიპროსსა და ჰოლანდიასთან ინაწილებს:
აზერბაიჯანი – 89.81;
ზიმბაბვე – 87.04;
ერიტრეა – 86.11;
ირლანდია – 85.19;
გერმანია – 85.19;
ისრაელი – 85.19;
ვენესუელა – 84.26;
საქართველო 84.26;
კვიპროსი – 84.26;
ჰოლანდია – 84.26.