რუსთავში ცხოველის ჭირის შემთხვევებმა იმატა

2021-01-22 15:09:07

რუსთავში ხორცისმჭამელი ცხოველების ჭირის შემთხვევები მომატებულია - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთაველმა ვეტერინარმა გრიგოლ ზარანიანმა განუცხადა.

ვეტერინარის თქმით, ინფექციური დაავადება სწრაფად ვრცელდება როგორც ქუჩის, ასევე შინაურ და ხშირად, ვაქცინირებულ ძაღლებშიც.

"არის პერიოდები, როცა მომატებულია რაოდენობა და ახლა სწორედ ეს პერიოდი დგას. არცერთი აცრა არ არსებობს 100%-იანი დაცვით, 95% მაქმსიმალური დაცვაა ვაქცინის, ამიტომაც იშვიათად, მაგრამ შეიძლება აცრილ ძაღლსაც დაემართოს ჭირი.

ინფექციის ნიშნებია თვალიდან და ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი, ხველება და ნერვული პრობლემებიდან გამოწვეული გამოხატვები. ძირითად შემთხვევებში, ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ლეტალობაც მაღალი აქვს. ხშირად, განიკურნება დაავადებისგან ცხოველი, თუმცა თუ ნერვიული სისტემა დაზიანებული აქვს უკვე, მას დარჩება გარკვეული პრობლემები.

გადამდებობა მაღალი აქვს, გადადის როგორც ჯანმრთელი და დაავადებული ცხოველის კონტაქტით, ისე საერთო საგნებითაც.

თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა კი მაღალხარისხიანი აცრებით აცრაა. არ უნდა გადააცილონ ვაქცინაციის ვადას მეპატრონეებმა. სასურველია გაუკეთდეთ ისეთი ვაქცინა, რომელთაც პროცენტულობა ვირუსის დაცვის აქვთ მაღალი", - განაცხადა გრიგოლ ზარანიანმა. 

ვეტარინარის ინფორმაციით, ხორცისმჭამელი ცხოველების ჭირი ადამმიანისთვის საშიში არ არის.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები