ოზურგეთში, კერძოდ სოფელ ნატანებში 60 წლამდე მამაკაცი მოკლული ნახეს.
მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიყწო.