"საქართველოს დიდი გამარჯვება"

2020-01-21 16:13:46

იუსტიციის მინისრტის რუსთაველი მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა, შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ აღდგეს საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებები.

"2008 წლის ომის დროს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ აღდგეს საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებები და საქართველო ამ სამართლებრივ შეფასებას, სასმართლოს გადაწყვეტილებას გამოიყენებს სხვა სამართლებრივ პოცედურებშიც. გარდა იმისა, რომ ცალკეული მუხლების დარღვევა დადგინდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს სიმართლე საქართველოს მხარეს იყო და მსხვერპლი ამ ომის იყო საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს სახელმწიფო, მნიშვნელოვანი იმითაც არის, რომ მომავალში უკვე სხვა სახელმწიფოებს, ჩვენს პარტნიორებს, მიეცემათ მყარი სამართლებრივი არგუმენტი, რომ უფრო თამამად და უფრო მყარად დაუჭირონ მხარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა."

შეგახსენებთ, საქართველომ 2008 წლის ომის საქმეზე რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.