"ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული"

2021-01-21 16:03:10

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, განახლებას აკეთებს. ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის ერთეული გექნებათ სიკვდილიანობა და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ. ხაზს ვუსვამ, რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე, გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია დაბლა, ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე დაახლოებით 1-1.5 არ ვლინდება"-ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.