"წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%"

2021-01-21 11:21:31

„ჩვენი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს მოსახლეობის 60%. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაქცინაციის გეგმას, რომლის მიხედვითაც პირველ რიგში აიცრებიან მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები. ესენი არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, შემდეგ 75 წელს ზემოთ მოხუცები და ასევე 60-75 წლის ასაკის პირები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს. პრემიერის განმარტებით, ქვეყანა „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით ვაქცინის 1,5 მლნ დოზას მიიღებს.

„საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების კუთხით ვაქცინაციის გეგმა გვაქვს და ჩვენ მზად ვართ უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია დავიწყოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტმა ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

„ძირითად მიზანთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა აიცრან. პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდეგ უკვე 65-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.