"ეს არის ამერიკისა და დემოკრატიის დღე" [photo]

2021-01-20 20:53:09

"ეს არის ამერიკისა და დემოკრატიის დღე",- ასე დაიწყო ამერიკის უკვე 46-ე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა ინაუგურაციაზე.

ჯო ბაიდენი ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტია. 

მან ფიცი დადო და დაიფიცა, რომ დაიცავდა კონსტიტუციას. ფიცი დადო მისმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმაც.

ინაუგურაციას არ ესწრებოდა ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპი, რაც ბოლო 150 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

ტრამპისგან განსხვავებით, ინაუგურაციაზე იმყოფებოდნენ ბარაკ და მიშელ ობამები, ჯორჯ და ლაურა ბუშები, ბილ და ჰილარი კლინტონები.

ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი მომღერალმა ლეიდი გაგამ შეასრულა. "America the Beautiful" იმღერა ჯენიფერ ლოპესმა.

ჯო ბაიდენს წინამორბედებისგან განსხვავებული ინაუგურაცია ჰქონდა. როგორც წესი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს ასი ათასობით ამერიკელი და არაამერიკელი ესწრება. თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხის შეკრება კაპიტოლიუმთან აიკრძალა.

უპრეცედენტოდ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.

2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის არეულობების შემდეგ, მკაცრი უსაფრთხოების ნორმებია დაცული. თეთრი სახლის გარშემო ათასობით ჯარისკაცი განალაგეს და ლითონის ღობეები აღმართეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები