აფეთქება მადრიდში [video]

2021-01-20 19:19:40

ესპანეთში, მადრიდის ცენტრში დიდი აფეთქება მოხდა. [ვიდეო/video]

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შემთხვევას სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქის მერის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.

შენობასთან ახლოს, სადაც აფეთქება მოხდა, სკოლა და მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს.

"ვერ გავიგეთ ხმა საიდან მოდიოდა. ყველა ვფიქრობდი, რომ სკოლაში მოხდა აფეთქება. ჩვენი სახლების სახურავებზე ავედით და რაც დავინახეთ მხოლოდ შენობის სტრუქტურა და ნაცრისფერი კვამლი იყო",- აცხადებს თვითმხილველი.

ესპანური მედიის ცნობით, სკოლის შენობა ცარიელი იყო, რადგან 9 იანვრიდან დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

აფეთქების ადგილზე სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები