რა შეზღუდვა რის შემდეგ მოიხსნება

2021-01-20 18:20:34

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავაჭრო სექტორის გახსნის შემდეგ შეზღუდვები განათლების სექტორში შემსუბქდება. ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის ეთერში ისაუბრა.

"დღესდღეობით განვიხილავთ სავაჭრო სექტორს, პირველ რიგში, როგორც გახსნის ობიექტს. ჩვენ მათგან დავინახეთ სწორი თანამშრომლობა საახლალწო პერიოდში, დავინახეთ მათი მოტივაცია, სურვილები და უნარები, რომ იქ ნამდვილად არის შესაძლებელი, დაცული იყოს საჭირო პირობა, ინფექციის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. შემდეგ სექტორად, რა თქმა უნდა, განიხილება განათლების სექტორი, ვინაიდან, ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო დასწრება სკოლებში, აქედან გამომდიინარე, შემდეგი სფერო არის სწორედაც რომ განათლების სფერო. შეიძლება შეზღუდვების შემსუბუქება იყოს ერთდროულიც, თუმცა არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რომელ ზონაშია კონკრეტული რეგიონი.

"თქვენ იცით, რომ ქვეყნები არის დაყოფილი მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებად. დღესდღეობით საქართველოში რეგიონები გვაქვს დაყოფილი ამ მხრივ. აქედან გამომდნარე, იმ რეგიონებში, სადაც მივუთითებთ ჩვენ მწვანე ზონას, რა თქმა უნდა, გვექნება მეტი საშუალება იმისა, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე განათლების კომპონენტიც და შესაძლებელია ტრანსპორტიც იქნეს გახსნილი, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით. ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელზე, რა თქმა უნდა, სხვა", - აღნიშნა ტიკარაძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები