"წავიდა ცოლ-შვილთან, ტკივილებით დაღლილი"

2021-01-20 16:29:07

66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა.

"წა­ვი­და თა­ვის ცოლ-შვილ­თან... გულ­გა­ტე­ხი­ლი და ტკი­ვი­ლე­ბით დაღ­ლი­ლი!!! ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ძა­ლი­ან მტკი­ვა გული!" - წე­რენ ოთხმეზურის ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.