თურქეთში ქართველი დააკავეს

2021-01-19 15:09:43

თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ლ.კ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

ლ.კ-მ და დაჯგუფების 5-მა წევრმა უკანონო გზებით საკარიაში, მანისასა და მუგლაში 84 წლის მამაკაცის მფლობელობაში არსებული 111 უძრავი ქონება უკანონოდ გადაიფორმეს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნის მიხედვით 84 წლის კაცს აღქმის, მეხსიერების, შემეცნებითი უნარის სისუსტე აქვს, რითიც ისარგებლეს ბრალდებულებმა.

დაჯგუფების წინაღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც, დაბალი შემოსავლის მიუხედავად, მათ ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინეს.