პოლიციის ეკიპაჟს ავტომობილი დაეჯახა

2021-01-18 12:52:53

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ლექსუსის" მარკის მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 პოლიციელი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.