ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

2021-01-17 22:19:34

ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლის შემდეგ შერმეტიევოს აეროპორტში დააკავეს.

ნავალნის აეროპორტში თან ახლდა მისი ადვოკატიც, რომელიც მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს პოლიტიკოსთან ერთად ისიც წაეყვანათ, რაზეც უარი მიიღო.

რუსი ოპოზიციონერი, რომელიც 2020 წლის აგვისტოში "ნოვიჩოკით" მოწამლეს, 5 თვის განმავლობაში მკურნალობის კურს გერმანიაში გადიოდა.

ნავალნის განცხადებით, მისი მკვლელობა რუსეთის მთავრობის მიერ იყო შეკვეთილი.

რუსი მთავარი ოპოზიციონერი მოსკოვში თავის ცოლთან ერთად ჩაფრინდა. ნავალნის განცხადება რუსეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით 13 იანვარს გააკეთა, როდესაც პირდაპირ ეთერში თვითმფრინავის ბილეთები შეიძინა.

აეროპორტში მის დასახვედრად უამრავი ადამიანი მივიდა. ტერიტორიაზე რუს სამართალდამცავთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. მათ უკვე დააკავეს 50-მდე პირი, მათ შორის ალექსეი ნავალნის ძმაც.

უცნობი მიზეზით დაიკეტა აეროპორტი, სადაც ის თვითმფრინავი უნდა დამჯდარიყო, რომლითაც ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. სწორედ ამიტომ, თვითმფრინავს სხვა აეროპორტში მოუხდა დაჯდომა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები