საქართველო კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას დაახლოებით 2021 წლის პირველ კვარტალში მიიღებს. სპეციალისტების განცხადებით, მასობრივი იმუნიზაცია იქნება პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი საუკეთესო გზა.
"მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე. შეუძლებელია, ადამიანებმა ვიცხოვროთ მუდმივად რეგულაციების ქვეშ. ერთადერთი საიმედო გამოსავალი ეს არის ვაქცინაციის ჩატარება. პირველ ეტაპზე იქნება მცირე დოზა, მაგრამ მე როგორც ვიცი, ემზადება ქვეყანა, რომ მასიურად მოხდეს ვაქცინაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიწყება რისკჯგუფებიდან და შემდგომ მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება. ვაქცინაცია შეამცირებს ამ დაავადების რაოდენობას და პარალელურად, ჩვენ, ჯერჯერობით, ისევ მოგვიწევს რეგულაციების დაცვა," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე.