ახალი დეტალები საწარმოში მომხდარ თავდასხმაზე

2021-01-16 14:59:18

შეიარაღებული პირი, რომელიც კასპში ერთ-ერთ საწარმოში შეიჭრა გიორგი მენაბდიშვილია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დაუდასტურდა.

"იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მან 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან...

მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში და ეს არის გამოძიების საგანი. ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ადამიანი დაიკითხება და ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები",- განაცხადა ბორცვაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, შეიარაღებული პირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავებს მისთვის ავტომობილი მიეყვანათ, რომლის საშუალებითაც ის ქვეყანას რუსეთის მიმართულებით დატოვებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კასპის ქვის საამქროში წილს ფლობდა, რის დათმობასაც სხვა მეწილეები აიძულებდნენ. ფაქტთან დაკავშირებით მან შსს-ს განცხადებითაც მიმართა, რაზეც უწყებამ გამოძიებაც დაიწყო.

ფოტო: "დიანიუსი"