საწარმოში თავდამსხმელი შეიჭრა

2021-01-16 14:38:53

კასპში, ერთ-ერთ საწარმოში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თავდამსხმელმა სანადირო თოფის მუქარით 2 პირი მძევლად აიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საწარმოში 1993 წელს დაბადებული ვინმე გ.მ შეიჭრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მამაკაცის მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავებს მისთვის ავტომობილი მიეყვანათ, რათა ქვეყანა რუსეთის მიმართულებით დაეტოვებინა.

თავდამსხმელთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცავებმა მძევლების განთავისუფლება და მამაკაცის დაკავება მოახერხეს.

"სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.

მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავადამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს.