1 თებერვლიდან "ლილოსა" და ე.წ. "სტამბოლის ბაზრობებიც" გაიხსნება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" აღნიშნული ბაზრობების წარმომადგენლებმა განუცხადეს.
როგორც ლილო-მოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩომახიძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, ისინი უკვე გახსნისთვის ემზადებიან და რამდენიმე დღეში დამატებითი რეკომენდაციების შესრულებისთვის სამუშაოებსაც დაიწყებენ.
ჩომახიძის თქმით, სავალდებულო ხდება, გახსნამდე ბაზრობაზე დასაქმებულ ყველა პირს კოვიდ19-ზე ტესტი ჩაუტარდეს .
"1-დან ჩვენც უნდა გავიხსნათ. რეგულაციები, რა თქმა უნდა, გამკაცრებული იქნება. ტესტირებას გაივლის ყველა მოიჯარე, ვინც გახსნის სავაჭრო ობიექტს და ასეთი 4 000 მოიჯარე გვყავს ჩვენ. მათ კი ევალებათ, ტესტი ჩაუტარონ თავიანთ ობიექტში დასაქმებულ პირებს", - განაცხადა გიორგი ჩომახიძემ.
1 თებერვლიდან გახსნის შესახებ ინფორმცია უკვე მიიღეს ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" ადმინისტრაციაშიც.