"პანდემია არსად არ წასულა"

2021-01-14 16:40:36

„პირბადე რომ არის დაწესებული, ეს არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ არც ზაფხულში”,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„პანდემია არსად არ წასულა, გრძელდება მსოფლიოში. კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა – თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ანუ, დისტანციის დაცვაზე და პირბადის ტარებაზე. ამ პირობებში სხვა რეგულაციების მოხსნა, ვაჭრობის გახსნა და უფრო მეტი თავისუფლება ბიზნესების, უკვე შესაძლებელი იქნება”, – ამბობს ინმაძე.

როგორც მან აღნიშნა, 1 თებერვლიდან „რეგულაციები რა თქმა უნდა შემსუბუქდება”, ხოლო შემსუბუქების ხარისხი ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.