სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საღამოს საათებში ქალი პირუტყვის მოსაძებნად გამოვიდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
სამწუხაროდ, ქალი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.