რომელი კოვიდვაქცინით აიცრებიან საქართველოში

2021-01-12 15:27:38

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადებით საქართველოს მოქალაქეების კომპანია "ფაიზერის" კოვიდვაქცინით აიცრება.

ამის შესახებ მინისტრმა, ამერიკის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

"ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო.

ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ვაქცინის ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა, რომ პირს 2 დოზა გაუკეთდეს.Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით უკვე იცრებიან ამერიკაში, ინგლისში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.